უსახელაური (უსახელაური)

მევენახეობის მხარე: რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის ზონა
კლიმატი: ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია: ადგილწარმოშობის ღვინო
ყურძნის ჯიში: უსახელაური
მოსავლიანობა: 7 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი: წითელი ნახევრად ტკბილი
მოსავლის წელი: 2012
ალკოჰოლი: 12,5 %

ორგანოლეპტიკა

წითელი, ბუნებრივად ნახევრადტკბილი და მუქი ლალისფერი ღვინო მზადდება უსახელაურის უიშვიათესი ჯიშის ყურძნისგან.

ფერი - აქვს ინტენსიური ბროწეულისფერი შეფერილობა.

სურნელი - აქვს კარგად გამოხატული კენკროვანი ჯიშის ხილების მდიდარი არომატი, ასევე გამოკვეთილად აქვს ჯიშური არომატი.

გემო - ღვინო გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული ორიგინალური ჯიშური არომატით და კენკროვანების ხავერდოვანი ტონებით, რაც ადვილად იგრძნობა ღვინის სასიამოვნო სიტკბოში და რბილ გემოში. მიირთმევა სხვადასხვა დესერტთან ერთად. დაგემოვნების ტემპერატურა  12 – 14 0C.