მუკუზანი (საფერავი)

მევენახეობის მხარე: კახეთის მევენახეობის ზონა
კლიმატი: ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია: ადგილწარმოშობის ღვინო
ყურძნის ჯიში: საფერავი
მოსავლიანობა: 9 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი: წითელი მშრალი
მოსავლის წელი: 2012
ალკოჰოლი: 12,3 %

ორგანოლეპტიკა

დამზადებულია საფერავის ჯიშის რჩეული ყურძნისგან.

ფერი - აქვს ინტენსიური ბროწეულისფერი შეფერილობა.

სურნელი - აქვს კარგად გამოხატული კენკროვანი ჯიშის ხილების მდიდარი არომატი, ასევე გამოკვეთილად აქვს ჯიშური არომატი.

გემო - ღვინო სრულსხეულიანი, ხავერდოვანი და კარგად გაწონასწორებულია. დაგემოვნებისას იგრძნობა რბილი ტანინები, კენკროვნების მდიდარი გემოთი და გამოხატული ჯიშური არომატით. მიირთმევა შემწვარ ხორცთან და ყველის ასორტთან. დაგემოვნების ტემპერატურა 14-16 0C.