ანგური (რქაწითელი, მწვანე - სარეზერვო ღვინო)

მევენახეობის მხარე: კახეთის მევენახეობის ზონა
კლიმატი: ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია: ექსკლუზიური, ლიმიტირებული მარაგი
ყურძნის ჯიში: რქაწითელი და მწვანე
მოსავლიანობა: 9 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი: თეთრი მშრალი
მოსავლის წელი 2011
ალკოჰოლი: 12,6 %

ორგანოლეპტიკა

ანგური არის ქართული ვაზის რჩეული ჯიშების, რქაწითელისა და მწვანეს საუცხოო ნაზავი, რომელიც გამოირჩევა უნიკალური გემოვნური თვისებებით.

ფერი - ღია ჩალისფერი, მომწვანო ტონები.

სურნელი - გამოირჩევა სხვადასხვა ყვავილის დახვეწილი გემოებით, ასევე მასში გამოკვეთილია თაფლის სურნელი.

გემო - აქვს ხილის საკმაოდ გაწონასწორებული, დაბალანსებული და ნაზი არომატი, რომელიც კიდევ დიდხანს ნარჩუნდება დაგემოვენბის შემდეგ. მიირთვით თევზეულთან და მსუბუქ კერძებთან ერთად. დაგემოვნების ტემპერატურა 8-12 °C