ხვანჭკარა (ალექსანდროული, მუჯურეთული)

მევენახეობის მხარე: რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის მხარე ხვანჭკარის მევენახეობის სპეციალური მიკრო ზონა
კლიმატი: ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია: ადგილწარმოშობის ღვინო
ყურძნის ჯიში: ალექსანდროული და მუჯურეთული
მოსავლიანობა: 8 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი: წითელი ნახევრად ტკბილი
მოსავლის წელი: 2011
ალკოჰოლი: 13,2 %

ორგანოლეპტიკა

ეს მუქი, ლალისფერი ღვინო მზადდება ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისგან. აქვს ნახევრად ტკბილებისაგან გამორჩეული გემოვნური მახასიათებლები.

ფერი - მუქი ლილისფერი.

სურნელი - ხასიათდება ალუბლისა და ჟოლოს შერწყმული სასიამოვნო, რბილი, და ხავერდოვანი სურნელით.

გემო - ღვინოში ნაზად და დაბალანსებულადაა შერწყმული ჟოლოს, ალუბლის და მოცხარის ტონები. მიირთმევა სხვადასხვა დესერტთან ერთად. დაგემოვნების ტემპერატურა 12-14 0C.