ქართული მეღვინეობა ქიმერიონი
ჩვენი მისიაა, გავაცნოთ საუკეთესო ქართული ღვინო მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მეღვინეობა ქიმერიონი აწარმოებს გამორჩეული ხარისხის ღვინოებს და სპირტიან სასმელებს საუკეთესო ქართული ვაზის ჯიშებისგან საქართველოს მეღვინეობის საუკეთესო მხარეებში, ძირითადად კი კახეთში. ღვინოები მზადდება როგორც კლასიკური, ასევე ქართული ტრადიციული მეთოდებით ქვევრებში ქართული მეღვინეობის 8000 წლიანი ტრადიციების გათვალისწინებით.