ღვინის კომპანია "ქიმერიონი"

ჩვენ შესახებ

“ქიმერიონი” ახალი ღვინის კომპანიაა ქართულ ბაზარზე. ის 2011 წელს დაარსდა და აქედან მოყოლებული ერთგულადაა მომართული განსაკუთრებული ხარისხის დახვეწილი ღვინოების შესაქმნელად. ჩვენი კომპანიის დასახელება, - “ქიმერიონი” – იმ არტისტულ კაფესთანაა დაკავშირებული, რომელიც 1919 წლის 28 დეკემბერს გაიხსნა თბილისში. ეს გახლდათ ადგილი, სადაც უმნიშვნელოვანესი ქართველი და არა მხოლოდ ქართველი ხელოვანები იკრიბებოდნენ წლების განმავლობაში და რომელმაც გარკვეული თვალსზრისით განსაზღვრა თანამედროვე ქართული ხელოვნების შემდგომი მიმართულება. “ქიმერიონის” პროდუქცია ტრადიციულ და ყველაზე მნიშვნელოვან ქართული ვაზის ჯიშებს – საფერავი, რქაწითელი, ქისი – ეყრდნობა. კომპანიის საკუთრებაში მყოფი ვენახი, კახეთის სოფელ ჩუმლაყშია ჩაყრილი. ამ ვენახში მოწეული ყურძენი, თანამედროვე ტექნოლოგიები და ღვინის დამზადებისადმი ჩვენი უკომპრომისო მიდგომა საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ისეთი პროდუქცია რომელიც შედეგია ქართველი კაცის ვენახთან, ყურძენთან და ღვინოსთან მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობისა, ტრადიციისა და ამავდროულად მიმართულია მომავლისკენ. ღვინის გარდა, კომპანია აწარმოებს ორი სახის უმაღლესი ხარისხის ჭაჭასაც.


კომპანიის ხედვა და მიზნები:

ჩვენი სურვილია შევქმნათ ღვინოები, რომლებიც სრულად ასახავენ უნიკალური ღვინის რეგიონის, კახეთის, განუმეორებელ ხასიათს და რომლებიც ერთგულნი დარჩებიან საქართველოში ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისადმი. შესაბამისად, ჩვენი ღვინოების ხარისხი შედეგია ჩვენივე მგზნებარე სურვილისა ყურადღებით მოვეკიდოთ დახვეწილი პროდუქტის მისაღებად აუცილებელ ყველაზე უმნიშვნელო წვრილმანსაც კი, რადგანაც დარწმუნებულები ვართ, რომ ღვინის კეთების პროცესში წვრილმანები არ არსებობს. ჩვენ გვჯერავს, რომ ღვინისადმი ასეთი მიდგომა საუკეთესო სახით წარმოაჩენს “ქიმერიონს” მომხმარებლის თვალში და მომავალშიც სულ უფრო და უფრო გააღვივებს მის ინტერესს ჩვენი პროდუქციისადმი. ამ მიზნის მისაღწევად მთელი ჩვენი გუნდია მომართული. გუნდურ პრინციპებზე დაფუძნებული შრომა, ერთმანეთისადმი პატივისცემა, ენთუზიაზმი და კომპანიის ძირითადი ღირებულებები საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ჩვენი ღვინოები უდავოდ გამორჩეულია და ასეთადვე დარჩება მომავალში.