ჩქერა (მუხაში დავარგებული საფერავი - რეზერვი)

მევენახეობის მხარე: კახეთის მევენახეობის ზონა
კლიმატი: ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია: ექსკლუზიური, ლიმიტირებული მარაგი
ყურძნის ჯიში: საფერავი
მოსავლიანობა: 7-8 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი: წითელი, მშრალი
მოსავლის წელი: 2011
ალკოჰოლი: 11,7 %

ორგანოლეპტიკა

ჩქერა მზადდება კახეთში გავრცელებული ყველაზე სრულყოფილი ქართული ვაზის ჯიშის, საფერავისაგან.

ფერი - გამოირჩევა მუქი ბროწეულის, შეფერილობით.

სურნელი - შავი მოცხარის, პილპილის და მაყვლის სურნელი ღვინოს დამატებით ინდივიდუალურობას ორიგინალურობას და სიხალისეს ანიჭებს.

გემო - დაგემოვნებისას ერთმანეთს დინამიურად ენაცვლება ალუბლის, ტყის ხილის, ქლიავის გემო. მიირთვით როგორც შემწვარ ხორცთან ერთად, ასევე ყველთან და ცხელ კერძებთან ერთად. დაგემოვნების ტემპერატურა 16-18 °C